პოლიტიკა

გივი მიქანაძე – კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული

კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

მისი თქმით, ის არ არის ინფორმირებული, თუ რა გადასცა უკრაინამ საქართველოს 2008 წელს. მიქანაძე დასძენს, რომ რამდენადაც მან იცის, “ეს იყო შესყიდული, რაც ნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს საკუთრება”.

“ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერც ერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი,”- განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისათვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია