პოლიტიკა

გომელაური, ლილუაშვილი – ხოშტარია “ოლიგარქიის საყრდენი” ძალოვნების დასანქცირებას ითხოვს

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია “ოლიგარქიის საყრდენი” ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ ინფორმაცია სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილზე, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სუს-ის წარმომადგენელ კობა კობიძეზე.

ხოშტარიას თქმით, ძალოვანი სტრუქტურები არის საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ოლიგარქი იტაცებს სახელმწიფოს და ჩართულია რუსეთთან საშიში კავშირის შექმნასა და ამ კავშირის დაფარვაში.

დღეს მინდა აქცენტი გავაკეთო ძალოვან სტრუქტურებზე, იმიტომ რომ ძალოვანი სტრუქტურები არის ის საყრდენი, რომლის მეშვეობითაც ოლიგარქი და ოლიგარქიული მმართველობა ერთი – იტაცებს სახელმწიფოს, არჩევნებს, შანტაჟს აწყობს, დევნის ადამიანებს და მეორე – ასევე არის ჩართული რუსეთთან ძალიან საშიში კავშირის ან შექმნაში ან დაფარვაში.

ჩვენ მივაწვდით პარტნიორებს ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილის, სუს-ის ხელმძღვანელის შესახებ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გარემოცვიდან, ქართუს სისტემიდან, როგორც ბევრი ამ მთავრობაში მყოფი ადამიანი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ივანიშვილის ბიზნეს საქმეებში და ის უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს, დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც გარდა შანტაჟისა, პოლიტიკური დევნისა და ა.შ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიგურირებდა სანქცირებული ტვირთით შემოსული გემის საქმეშიც, რაც აუცილებლად საჭიროებს შესწავლას და დამატებით დაზუსტებას.

ასევე სუსიდან გამოვყავით კობა კობიძე, ეს არის უშუალოდ ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მიყურადებაში, შანტაჟში და ა.შ. ჩვენ ვსწავლობთ არა უბრალოდ იმ ხალხს, ვინც წინა პლანზეა, არამედ იმათაც ვინც უკანა პლანიდან იმალება და ასრულებს ამ ოლიგარქიული სისტემის დაცვის ფუნქციას, ამიტომ კობა კობიძეზე იქნება შეგროვებული და გადაცემული ინფორმაცია და ვახტანგ გომელაური, ასევე პირადი გარემოცვა ბიძინა ივანიშვილის, მისი პირადი მცველი, რომელიც დაინიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც ნაცვლად იმისა, ემსახურებოდეს ქვეყანას, ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს“, – თქვა ხოშტარიამ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია