პოლიტიკა

გვაინტერესებს აშშ-ის საელჩოს პოზიცია ამ საკითხზე – მაჭარაშვილი მოსამართლის განცხადებაზე

ქართული ოცნების წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლისა და ლაშა ჩხიკვაძის კომუნიკაცია გვარამიას განაჩენის შემდეგ “მართლმსაჯულებაში ჩარევაა”.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა მოსამართლე ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

“ჩვენ გვაინტერესებს აშშ-ის საელჩოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ დაუშვებლად მიგვაჩნია ის, რაც ახლა მოვისმინეთ იმიტომ, რომ მოსამართლეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოჰკითხო, სანქციების ფორმა რატომ აირჩია ეს და არა სხვა, ეს არის პირდაპირი ჩარევა მართლმსაჯულებაში და არის დაუშვებელი. ასევე, ევროპარლამენტარი გალერის განცხადება, რომ სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, გაამართლოს გვარამია, საინტერესოა, თავისი ქვეყნის მოსამართლეს თუ ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს”- ამბობს მაჭარაშვილი.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია