პოლიტიკა

გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე – ანა ბუჩუკური

გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე – ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების შეფასებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.

ბუჩუკურის თქმით, თუ ამის მიუხედავად, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება, რომელსაც ევროინტეგრაცია სურს.

„სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა რეკომენდაციების შესრულების კუთხით და ეს კარგად არის ცნობილი ჩვენი პარტნიორებისთვის, იციან რა შესრულდა, რა არ შესრულდა, რაზე აქვს უარი ნათქვამი „ქართულ ოცნებას“ და რა აქვს გაფუჭებული. გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, იცავს და აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, ეროვნულ ბანკს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს, ეს დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, დაველოდოთ, ვნახოთ როგორ იქნება. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების ფონზე დადებითი შეფასების მოლოდინი არ მაქვს. მძიმე გავლენა აქვს მათ რიტორიკას, ძალადობრივ მეთოდებს, რასაც ერთი-ერთში ახორციელებდა 2011- 2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა”. ხელისუფლება, რომელიც ძალადობაზე გადადის, მის დასასრულს ნიშნავს და მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და სამართლიანობის რესურსი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია