პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში პოლიტიკოსებს საკუთარი “სვანური კოშკებიდან” ჩამოსვლას ურჩევს

არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი და პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი „სვანური კოშკიდან“. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ საქართველოს მოსახლეობის მხრიდანაც მოდის, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა.

ელჩის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარტიები მიჩვეულები არიან ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის არსებითი საკითხების მოგვარებას.

„საქართველოში პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ერთ რამეს არიან მიჩვეული, კერძოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას. ამ ქცევას თავისი ახსნა აქვს – ეს არის საქართველოში სხვადასხვა მთავრობის ისტორიისა და ხელისუფლების ცვლილებათა ისტორიის შედეგი. ამასობაში პოლარიზაციის ხარისხი არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის იმ არსებითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც პოლიტიკის წინაშე დგას. ამიტომ ევროკავშირს აქ სურს დაინახოს ძირეული ცვლილებები. არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი სვანური კოშკიდან. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან მოდის, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან, რომელსაც რეალური პრობლემები აქვს“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაში უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას.

„როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, უმრავლესობის პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას. თუ მას სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან მეტად დაახლოება, მაშინ მან უნდა გადალახოს თავისი უნდობლობა და „ოცნებასთან“ შევიდეს დიალოგში გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების მოძიების მიზნით. ზოგიერთმა პარტიამ უკვე გამოხატა ეს კონსტრუქციული ნება“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტში განიხილავენ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაა მოთხოვნილი

ევროპარლამენტის მიერ “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტი განიხილება, კენჭისყრას კი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია