პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არსად დადის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე

„გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა, რომელიც მთავრობისგან ნებართვის აღების გარეშე აპირებს მონაწილეობას.

„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არსად დადის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დანარჩენი სპექტაკლი, რასაც ვხედავთ, თითქოს, გამიშვი-გამაკავე მიდის, რომ პრეზიდენტი ონავრობს და სადღაც გარბის, მე ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშის ნაწილი მგონია. მგონი, სალომე ზურაბიშვილს დასვენება უნდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ასეთი ტიპის კონფერენციაზე.

ოპოზიციურ პარტიებზე ის ფიქრობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ბიძინა ივანიშვილის გულის მოგებას ცდილობს, ხოლო „ლელო“ საბოლოოდ ‘ნაციონალურ მოძრაობაში“ შესასვლელად ფულს გადაიხდის.

„გახარიების შემთხვევაში საქმე მარტივად არის – ისინი ცდილობენ, ისევ მოიგონ რამენაირად ბიძინა ივანიშვილის გული, მაგრამ ის არ იკარებს. „ლელოს“ რაც შეეხება – ცოტა ხანი ასე ივლიან, გაარკვევენ რომ „ნაცების“ გარეშე არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და ფულს გადაიხდიან „ნაცებში“ შესასვლელად საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი მიმატმრთავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა. ”მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია