პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – დასავლეთზე ძალიან ვიცინებ, რომ ფსონი ნინო ლომჯარიაზე დადონ – ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა, როგორც „ქოცების“ ალტერნატივის, არასერიოზულია

დასავლეთზე ძალიან ვიცინებ, რომ ფსონი ნინო ლომჯარიაზე დადონ, საქართველოში თავიანთი ღირებულებების გასავრცელებლად სხვა ადამიანი ვერ იპოვონ, ნინო ლომჯარიას მიადგნენ და მისი იმედი ჰქონდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას აზრით, ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა, როგორც „ქოცების“ ალტერნატივის, არასერიოზულია

„დედას ვფიცავარ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნება. მთელი ეს პროცესი არასერიოზული იქნება და დასავლეთი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. იმედია, სიტუაცია აქამდე არ მივა. ნინო ლომჯარიას მხარდაჭერა, როგორც „ქოცების“ ალტერნატივის, არასერიოზულია. მილიონი ფაქტორია, რომ პოლიტიკოსს სერიოზულობა გააჩნდეს და ადამიანები სერიოზულად აღიქვამდნენ. ამას უნდა ჰქონდეს ბექგრაუნდი და გამოცდილება მართლა ადამიანების დაცვის და არა ისეთი, როგორიც ლომჯარიას აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...