პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა შეწყვიტოს ბოიკოტი, „ნაცმოძრაობა“ უნდა აღესრულოს, როგორც ბოიკოტში მყოფი პარტია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი არ უნდა შეწყვიტოს.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი დეპუტატები.

„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა შეწყვიტოს ბოიკიტი. „ნაცმოძრაობა“ უნდა აღესრულოს, როგორც ბოიკოტში მყოფი პარტია, ხოლო მისი წევრები პარლამენტში, როგორც ინდივიდუალური, დამოუკიდებელი და თავისუფალი დეპუტატები, ისე უნდა დაბრუნდნენ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ბოიკოტს შეწყვეტენ და „უცხოური გავლენების შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვებიან.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია