პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა.

„საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა – და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...