პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი – საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება

საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები, ძალიან მალე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხება.

​როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურად სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის.

„ჩვენ ღია და მიმდინარე დიალოგი გვაქვს ევროკავშირთან. მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევაზე გასამკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით გვაქვს ძალიან დინამიური პროცესი. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ძალიან მჭიდრო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები, ძალიან მალე და საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურად სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია