პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – კანონპროექტის გაწვევა ამ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას, ვთქვით, რომ ვიცოდით მათ ძალიან ცუდ გეგმებზე

კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

„ძალიან ცხადად, მკაფიოდ იყო ნათქვამი, კანონპროექტის კენჭისყრის დღეს მეც გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, პირველი მოსმენით მივიღებდით კანონპროექტს და შემდეგ დაუყოვნებლივ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში. თუ ამას ისმენს ნებისმიერი გონიერი ადამიანი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს უფრთხილდება, რა თქმა უნდა, ამას კარგად გაიგებდა. ვისაც ამის გაგება არ უნდოდა, ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, ნაწილი ასეთი ადამიანებისა, პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ნაწილი, რომლებიც უბრალოდ, შეიძლება ასე ვთქვათ, მსუბუქად ნათქვამი, უბრალოდ დაიბნენ ამ ვითარებაში. ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემდეგ, ჩვენ ალბათ 3-4 თვე გვექნებოდა, რათა უფრო გაგვეგრძელებინა ეს განხილვები. გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენი სიმტკიცე, ხელისუფლების და ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების გონიერება. კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით ჩვენ ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა, ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით რა მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე. ვთქვით, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და არა ომს, არა ომის პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია