Breaking News

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის უალტერნატივო გამოსავალი, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს

ის რისკები, რაც შარშან და შარშანწინ არსებობდა ქვეყნის წინაშე, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის უალტერნატივო გამოსავალი, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს.

„ზუგდიდში დღეს შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენი ოჯახების წევრებს, რადგან ერთად გავიარეთ ძალიან ბევრი არჩევნები და მოვედით დღემდე ძალიან დიდი გამარჯვებებით. ზუგდიდი ყოველთვის იყო გამორჩეული ცენტრი საქართველოში, სწორედ ამიტომ, დღეს საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის გეგმებზე, შემდგომ ნაბიჯებზე. დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა ვიაქტიუროთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ახლა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ივლისამდე ყველა რეგიონს მოვივლი. ამის შემდეგ უკვე მოვემზადებით, რომ დავიწყოთ ოფიციალურად კამპანია. ეს არის წინამოსამზადებელი პერიოდი. ჩვენ გავიხსენეთ, რა რთული მდგომარეობა იყო 2012 წელს და შემდეგ. ყველა არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი, მთელი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ამომრჩეველი ძალიან ღირსეულად ედგა პარტიას გვერდით და სწორედ მათი, ჩვენი ხალხის, ამომრჩევლის მხარდაჭერით მივაღწიეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას.

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა, მინდა, ვთქვა, რომ ის რისკები, რაც შარშან და შარშანწინ არსებობდა ქვეყნის წინაშე, ვგულისხმობ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და მეორე ფრონტის გადმოტანას, არსად წასულა. ამ საკითხებზე ვისაუბრე ჩვენს ამომრჩეველთან, პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და დემოკრატია. კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. ჩვენი ქვეყანა, ხალხი არასოდეს დაბრუნდება იმ ტერორსა და უბედურებაში, რომელიც ქვეყანაში იყო დამყარებული აგენტურის მიერ. ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩემი სიარული რეგიონებში. ამასთან, მინდა, ვთქვა, რომ პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად. მოგეხსენებათ, ელექტრონულად ჩატარდება, აღარ იქნება მეორე ტურები, ამიტომ საჭიროა, ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და გზავნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია