საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სამმხრივი შეხვედრები გამართა.
ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიას ესწრებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობისთვის.
„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მზად ვართ, ამ პროცესში საქართველომ და მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.