პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – თუ ბოლო 30 წელიწადში ვინმემ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საკითხში, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“

თუ ბოლო 30 წელიწადში ვინმემ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საკითხში, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„თუ ბოლო 30 წელიწადში ვინმემ რაიმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი წინაპრების ოცნების რეალობად ქცევის საკითხში, ვგულისხმობ ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. თქვენ იცით ასოცირებული ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც სამი ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გამოეყო. გუშინაც, დღესაც და მჯერა, რომ ხვალაც, საქართველო ამ ქვეყნებს შორის იყო მოწინავე ადგილზეა. არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ მინდა ფაქტებზე გესაუბროთ. ჩვენ რამდენიმე თავით წინ ვართ, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა.

ჩვენ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა 2012 წელს დავიწყეთ. მანამდე 3 წელი დაგვიანებული იყო ეს ამბავი და თუ წინა ხელისუფლებას ნამდვილად სურდა ქვეყნის ევროპეიზაცია, კითხვას ვსვამ, რატომ დაიწყეს პროცესი 3 წლის დაგვიანებით? ეს ფაქტებია, იგივე უვიზო რეჟიმსა და თავისუფალ ვაჭრობაზე. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და მაშინდელი ევროკომისარი ჩამოვიდა, მან პირადად გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. დავიწყეთ აქტიური მუშაობა, ქვეყანა რეალურად დაადგა განვითარების გზას. ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან და ევროპამ გვითხრა, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა პირნათლად შევასრულეთ.

ვიზის უარყოფითი გავლენა ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, როდესაც ვიზის გამო საკუთარი მეუღლის ევროპაში წაყვანა ვერ მოვახერხე და რამდენიმე წელიწადში ეს უკვე შესაძლებელი გახდა. ეს თამამად უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

გახსოვთ შარშან ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ და ქვეყანამ უპრეცედენტო აღიარება მიიღო. მე კარგად მახსოვს წინა მოლაპარაკებები, როდესაც ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო კოლეგების მიმართ, რომ საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ისე ჩაეწერათ და მაშინ მათი პოზიცია ძალიან ხისტი იყო, მაგრამ ეს თავი უკვე დაიხურა და ქვეყანას რეალური პერსპექტივები აქვს. მანამ სანამ მოლდოვასა და უკრაინას სტატუსს მიანიჭებდნენ, შეადარეს ქვეყნები და ჩვენი ქვეყანა მათზე ბევრად წინ იყო, მაგრამ ევროპელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ პოლიტიკური მდგომარეობის გამო ისინი უნდა წაეხალისებინათ და ბონუსად მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მოგვცეს რეკომენდაციები და მათი შესრულება მაშინვე დავიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია