პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა, ატერორებდა, არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე

ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა.

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ე.წ. ოპონენტები ყველაზე ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალა არის დღეს ქვეყანაში თავისი შინაარსით, თავისი მოქმედებით, თავისი მმართველობის სტილით. თუ გადავხედავთ, რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას, კითხვა არავის რჩება. ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს, ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს არის ძალიან დიდი დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის. ჩვენს ხალხს ეუბნებიან, რომ სრულიად არადემოკრატიული მეთოდებით გმართავდით, გაწამებდით, გჩაგრავდით, მაგრამ დღეს ისევ უნდა გესაუბროთ ევროპულ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია