Breaking News

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადება, რომ უკრაინაში ომი უკრაინის მიერ პროვოცირებული იყო ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით, კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“როცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი გამოიწვია უკრაინის მიერ პროვოცირებული, ნატოში გაწევრიანების მოთხოვნამ, ასეთი რამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არავის უთქვამს, არც ერთი თანამდებობის პირს. ეს იყო კატასტროფა და სხვათა შორის, ეს შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, რადგან მან დაარღვია კონსტიტუცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კონსტიტუციური მიზანი ჩვენი ქვეყნის არის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება,” – განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე გააკეთა კომენტარი ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ გამოსვლაზე. მისი აზრით, ზურაბიშვილს საკმაოდ მწვავე გამოსვლა ექნება, მით უფრო პრემიერ- მინისტრის განცხადებების ფონზე.

“მე დარწმუნებული ვარ, არ აუვლის გვერდს ღარიბაშვილის განცხადებებს, ძალიან შორსმიმავალი დასკვნები შეიძლება გამოიტანო მისი განცხადებიდან,” – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის აზრით, “ქართულ ოცნებას” ეშინია იმის, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეწყალების.

“მე იმედი მაქვს მოიქცევა გაბედულად და ამ ნაბიჯს გადადგამს. თუ არა, მაინც მოუწევს, მაგრამ ეს იქნება დაგვიანებული და არავინ დაუფასებს,” – თქვა გოცირიძემ.

Check Also

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია