პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს, როცა ხაზარაძე და მისი პარტნიორი „ნაცმოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებულნი ბიზნესის რეკეტით, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 100 000 ადამიანი, დღეს ეს მაჩვენებელი 600 ათასზე ნაკლებია

ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რომლებიც გვაქვს. რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 100 000 ადამიანი 2012 წელს, როდესაც ხაზარაძე და მისი პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებული ბიზნესის რეკეტით. დღევანდელი მაჩვენებელი ჩამოცდენილია 600 ათასს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, განახევრდა სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის აცხადებს, რომ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, სიღარიბის მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირდება.

„ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. წინა თვეში გვქონდა 9,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ჩვენი მიზანია, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში კიდევ მეტად შემცირდება სიღარიბე ქვეყანაში. ეს მოგცემს საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი – ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ

ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია