პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ასეთი პრინციპული დღემდე არცერთი არჩევნები არ ყოფილა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის

ასეთი პრინციპული დღემდე არცერთი არჩევნები არ ყოფილა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევანის გაკეთება მარტივია – არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ.

„რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და, შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზოგადოებამდე. ბუნებრივია, ამას ისედაც ვაკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს საშუალებას, უშუალოდ მიხვიდე მოქალაქეებთან და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არცერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და, რეალურად, აქ არჩევანის გაკეთება მარტივია – არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია