პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე – სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის წევრების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ განმარტა, მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა, პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო „რევოლუციურ მცდელობაში“, ხელისუფლების მხრიდან მათთან შეხვედრა მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ მათი სათქმელი გაუზიაროს, თუმცა გამოჩნდება ეს ყველაფერი რამდენად იქნება შედეგიანი.

„მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის. მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა. გახსოვთ, ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოში ჩამოსული, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და მის შემდეგ რამდენიმე საათში ის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა. პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი და ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრებიც მიუღებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი გაუზიაროს. თუმცა ეს ყველაფერი რამდენად შედეგიანი იქნება, გამოჩნდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. გერმანელ სტუმრებს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა, თუმცა ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ გერმანელ სტუმრებთან აუდიენცია არ ჰქონია არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პრემიერ-მინისტრს.

ასევე ნახეთ

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი – ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე

ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე – ჯერ მოთხოვნილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია