Breaking News

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერება და ჩვენ გვაქვს, კონკრეტულად, ევროინტეგრაციის მიმართულებით ამბიციური გეგმა, რომ 90%-ზე მეტი შევასრულოთ იმ ვალდებულებებისა, რომლებიც არის გათვალისწინებული როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა.

„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისთვის ყველა პირობა იქნება მომზადებული, საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს. ყველა თვალსაზრისით, როგორც ვალდებულებების შესრულების კუთხით, ისე ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით და, ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები თუ ნებისმიერი სხვა ასპექტი, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების უკეთესი პირობები,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია