პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება ვითარება და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ქვეყანაში ვითარების ასარევად, თუმცა მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი.

„უკრაინაში ომი თუ გაგრძელდა ერთ წელიწადზე მეტხანს, ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება რეგიონისთვის. საუბარიც არ არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ასეთ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე. ეს იმხელა უბედურება იქნება მთლიანად რეგიონისთვის, არა მარტო უკრაინისთვის, კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, იმდენად დიდი უბედურება იქნება მთელი რეგიონისთვის, რომ მოლაპარაკებების გახსნა საერთოდ აღარ იქნება აქტუალური ტემა, ამიტომ, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და დაკავშირებული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში, რეგიონშიც გაუმჯობესდება მთლიანი სურათი და აქედან გამომდინარე, გაადვილდება ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, პრაგმატული ოპტიმისტები და უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ომი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ქვეყანაში ვითარების ასარევად. სცადეს ქვეყანაში ვითარების არევა და საკმაოდ ეფექტიანი იყო ამ თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსი, როგორც ინსტრუმენტი. ამ კუთხით, მოლაპარაკებების გახსნას ვერ ექნება იგივე ეფექტი, ქვეყანაში არევის კუთხით, რაც ჰქონდა კანდიდატის სტატუსს. ჩემი ვარაუდია, რომ შესაბამისი სუბიექტები კიდევ უფრო პრაგმატულად მიუდგებიან ამ თემას. არ გამოვრიცხავ არც წელს მოლაპარაკებების გახსნას. ომი გრძელდება, ალბათობა უფრო ნაკლებია, ამ პირობებშიც შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს წელს, მით უმეტეს, რომ ნათქვამი აქვს მილიონ სუბიექტს, მათ შორის, საქართველოში ოპოზიციას, რომ კანდიდატის სტატუსი ენიჭება არა ხელისუფლებას, არამედ, ხალხს, ანალოგიურად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაუხსნან ხალხს და არა ხელისუფლებას. რატომ უნდა უთხრან ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე, მით უმეტეს, რომ ეს არის მთლიანად ტექნიკური საკითხი. ჩვენს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად სწრაფად ვიაროთ წინ, თუმცა, ყველაფერში უნდა ვიყოთ პრაგმატულები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია