პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს ბრიუსელში გამართავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადეს.

ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება.

„პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდება ბრიუსელში“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...