პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს – რა ნდობაზეა საუბარი, მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განაცხადებით, არ არსებობს ნდობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.  მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტი გამოვიდა 26 მაისს სამარცხვინოდ და ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, ამის შემდეგ მთავრობა როგორ უნდა ენდოს პრეზიდენტს.

კობახიძე აცხადებს, რომ  მთავრობა ვერ ენდობა პრეზიდენტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მიღება

„ნდობაზეც არ არის საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს და ამ დროს რა ნდობაზეასაუბარი. რა თქმა უნდა მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის წესრიგით. ეს არის ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. არ შეიძლება მთავრობამ პრეზიდენტს მიანდოს ისეთი საქმეების კეთება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. აქ სამართლებრივი პოზიციებიც და ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობაც არის ძალიან მყარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია