პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში პირველი შეხვედრა ჯოზეფ ბორელთან გამართა

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში პირველი ვიზიტი იმყოფება. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია