პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ოპოზიციას ისევ დავუთმოთ სახალხო დამცველის შერჩევის პრივილეგია, თუმცა არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომლებიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს

მზად ვართ, რომ ისევ ოპოზიციას დავუთმოთ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პრივილეგია, ოღონდ მათ უნდა იხელმძღვანელონ სათანადო კრიტერიუმებით, არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომელიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბურჯანაძეც და აბაშიძე აქციებზე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა, ხელისუფლების გადატრიალებისკენ, ასეთი კანდიდატები არ უნდა იყვნენ წარდგენილი სახალხო დამცველის თანამდებობაზე.

„რაციონალურად თუ იქნება წარმოდგენილი კანდიდატები, ამ შემთხვევაში არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი და დაველოდებით ჩვენ. კონსტიტუციაში წერია, რომ 90 დეპუტატი სჭირდება სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე 90 დეპუტატს უნდა მოეწონოს სახალხო დამცველის კანდიდატი. ჩვენც უნდა მოგვეწონოს სახალხო დამცველი და არა მარტო ოპოზიციას, ეს თუ არის ჩარევა მათ ვერ წაუკითხავთ კონსტიტუცია. უმრავლესობასაც რომ უნდა მოსწონდეს მინიმალურად სახალხო დამცველი, ეს არ არის ჩარევა, ჩვენ ვერევით რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, კი არ ვერევით. ჩვენ ვიღებთ პრინციპულად სწორედ გადაწყვეტილებას, რადგან ამ 90 ხმიდან რაც არის საჭირო 83 ხმა არის ჩვენი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერევით გადაწყვეტილების მიღებაში, ეს წერია კონსტიტუციაში. კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ არასათანადო ადამიანი არ შევარჩიოთ ამ პოსტზე, ანუ ბურჯანაძე რომ არ უნდა ავირჩიოთ ამ პოსტზე, არაკეთილსინდისიერი ადამიანი ან აბაშიძე, რომელიც აგინებდა ჩვენს მხარდამჭერებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება. ასეთი ადამიანების არ არჩევა, მაგრამ თუ იქნება წარმოდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის ერთდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად სათანადო მიდგომა“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია