პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში წარმატებას უსურვებს

„ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყველა ოპოზიციურ პარტიას წარმატება უსურვა მეორე ადგილისთვის ბრძოლაში,  ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ნაცვლად, შიდა ბრძოლებითაა დაკავებული.

„ყველას ვუსურვებ, რომ 1%-დან ავიდნენ 2-ზე, 2-დან 3-ზე, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა, ეს მათი საქმეა – ერთმანეთში კონკურენცია. დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის, ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ აიღონ პირველი ადგილი, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამის არავითარი შანსი არ აქვთ, ისინი ებრძვიან ერთმანეთს მეორე ადგილისთვის, ეს მათი საქმეა, ჩვენი საქმე არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის კლება დინამიკაში იზრდება.

„ნაცმოძრაობას“ წინა არჩევნებზე 30% ჰქონდა, მათი რეიტინგი ჩამოსულია უკვე 19%-ზე და კლების დინამიკა მზარდია, რაც ძალიან კარგია, პრინციპში, ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. ვფიქრობ, რომ საკმაოდ რეალურია იმის შანსი, „ნაცმოძრაობა“ ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდეს, ანუ 10%-ზე ქვემოთაც შეიძლება ჩამოვიდეს მათი მხარდაჭერა, ეს თუ ასე მოხდება, ეს იქნება ძალიან კარგი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. თუმცა, „ნაცმოძრაობაში“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა ვიგულისხმოთ. ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ იკვეთებიან ასეთი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებზე, თუმცა, წელიწად ნახევარი წინ არის და იმედია, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან.

არამხოლოდ ჩრდილოვანი მმართველობა, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში პრობლემაა ოლიგარქიზაცია. ჩვენ გვჭირდება დეოლიგარქიზაცია, გვჭირდება ქართული პოლიტიკის გათავისუფლება კეზერაშვილისგან, სააკაშვილისგან და სხვა ოლიგარქებისგან, იმედია, აქეთკენ წავა ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია