პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე: ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა – თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის კიდევ ერთხელ დაძაბვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს.

„ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ყველასთვის, მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, კონფლიქტის შეჩერება უნდა იყოს. ჩვენ ამას ვამბობდით უკრაინის საკითხთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. ამ კუთხით, თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია