სიის ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები როგორც სპორტიდან, ასევე ბიზნესიდან, ხელოვნებიდან და ასე შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სიის პირველი ოცეულის კრიტიკას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის განცახდებით, წარდგენილ სიაში გასაკრიტიკებელი არაფერია. მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს განახლების რესურსი და სწორედ ეს არის მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც სათანადოდ უნდა იქნეს გამოყენებული.
„კრიტიკა ჩვენ დიდად ვერ მოვისმინეთ, იყო გარკვეული მცდელობა, რომ რაღაც ეთქვათ სიასთან დაკავშირებით, თუმცა, სინამდვილეში, აქ გასაკრიტიკებელი არაფერია. თქვენ ნახეთ, რომ ამ სიაში, ოცეულში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები როგორც სპორტიდან, ასევე ბიზნესიდან, ხელოვნებიდან და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე, რაც ვერცერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოახერხა. არცერთ პარტიას არ აქვს განახლება. წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები – გვარამია, მელია და სხვები. ამხელა ნონსენსი უბრალოდ წარმოუდგენელია. მათ არ აქვთ განახლების რესურსი, ამიტომ ეჭვიანობენ, არ მოსწონთ, შურთ ჩვენი განახლებული სიის. მათ სიის განახლების არავითარი რესურსი არ აქვთ, ეს არის ჩვენი უპირატესობა და ეს უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ასევე ნახეთ
რატი ბრეგაძე – ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება
ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – ეს არის რადიკალური …