პოლიტიკა

ირაკლი კუპრაძე – ის, რაზეც კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ და სხვა პოლიტიკოსები მუშაობდნენ თვეების განმავლობაში, სრულდება ლოგიკური შედეგით – ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება

ის საკითხები, რაზეც კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია და სხვა პოლიტიკოსები მუშაობდნენ თვეებისა და წლების განმავლობაში, სრულდება ლოგიკური შედეგით – ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ივანიშვილსა და მის რეჟიმს საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე მოუწევთ პასუხისგება.

„საქართველოს მოქალაქეებს გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. ეს დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. დღეს ვნახეთ სამოქალაქო ცხოვრებაში ახალი მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია. პოლიტიკური პარტია და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ მრავალგზის, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტით აშშ-ში, მაღალი პოლიტიკური რანგის შეხვედრებით მარტივი მოცემულობისთვის, რომ პერსონალური ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დაჰკისრებოდა ივანიშვილს და მის რეჟიმს, მის ბანდას, იმ ზეწოლისა და ძალადობისთვის, რაც ჩაიდინა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს არის ფიზიკური ანგარიშსწორება, სასამართლო სისტემის განადგურება, სახელმწიფო ინსტიტუტების დევნა, ოპოზიციის დევნა, ოპოზიციური ლიდერების დაკავებები, სისხლის სამართლის საქმეები და ასე შემდეგ. ამ ყველა დანაშაულზე, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჩადის საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება. კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ დამტკიცება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ყველაფერს. ჩვენ ვმუშაობთ ამ პერსონალური სანქციების ბევრად უფრო გამკაცრებაზე, აუცილებლად მივიღებთ იმ სწორ შედეგს, რომელიც აიძულებს ივანიშვილს გახსნას მოლაპარაკებები, უკან დაიხიოს, ეს ქვეყანა გადაარჩინოს რუსულ გავლენის სფეროდ ქცევად.

გადამწყვეტი საკითხი, როგორც „მეგობარ აქტში“ ისე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ანაკლიის პორტის მშენებლობაა ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი „მეგობარი აქტის“ მიღების. ის საკითხები, რაზეც კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია და სხვა პოლიტიკოსები მუშაობენ თვეებისა და წლების განმავლობაში სრულდება ლოგიკური შედეგით – ეს არის ივანიშვილის სანქცირება და პერსონალური პასუხისმგებლობების დაკისრება“, – აღნიშნა კუპრაძემ

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია