პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს საზღვრის კვეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულის 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის [ბიძინა ივანიშვილი] ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისთვის სასამართლოს მიერ შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო შესაძლოა, არ გადაიხადოს.

„შეიძლება ასეც მოვიქცე და არ გადავიხადო…. ძველი, ცუდი დრო რომ იყო, წინა ხელისუფლების, ბნელი და უკუნი რომ იყო, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა, ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რეაგირებენო, ეგეთში ალბათ, მდიდარ ადამიანებს გულისხმობდა. ზუსტად, ამ ფილოსოფიით ცხოვრობს დღესაც, თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია