პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ღირსეული დასასრული აქვს „ნაცმოძრაობას“, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო.

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაზიანდა და დაზარალდა. ჯერ ისედაც ხომ გაკოტრებული იყო და ახლა ცვლილება, როგორც ამას პარტიაში უწოდებენ, შეიძლება შემოიტანოს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ჩანაწერები, ერთმანეთის მოსმენა, კომპრომატები, შანტაჟი – ეს იყო მათი ხელწერა და ამიტომ უთხრა მოსახლეობამ მათ პარტიას უარი 2012 წელს. ზუსტად იმავეს აგრძელებენ და განახლება დაარქვეს თურმე მერაბიშვილის მიერ კულუარებიდან მართვას. ღირსეული დასასრული აქვს ამ პარტიას, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს! მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია