პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა – ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს, მზად ვარ, დამკვირვებლად ჩავერთო, ჩემი ფავორიტი რომ არ დაიჩაგროს

ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს, მზად ვარ, დამკვირვებლად ჩავერთო, ჩემი ფავორიტი რომ არ დაიჩაგროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„რეალურად რომ ვთქვათ, მმართველ პარტიას სჭირდება კვალიფიციური, კომპეტენტური ოპოზიცია. თან გერქვას მთავარი ოპოზიციური პარტია და თან პირველი დღიდან შემართებით იძახდე, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამ დროს რა გამოუვიდათ? ცხელი შემოდგომაც, ზამთარიც და გადატრიალებაც მოუწიათ საკუთარ პარტიაში, რადგან არასწორ ღირებულებებზე დგანან, იყვნენ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი. ამიტომაც მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს, რომ შიგნით ერთმანეთს აუჯანყდნენ.

ღიმილის მომგვრელია, კანდიდატებზე ხმას არ ამოვიღებ. დაველოდები. მყავს ჩემი ფავორიტი ამ არჩევნებზე და ვნახოთ 28-29 იანვარს. ვისურვებდი, რომ არჩევნები ღიად, გამჭვირვალედ ჩატარდეს. დამკვირვებლად მზად ვარ, ჩავერთო, თუ ამის აუცილებლობა იქნება. იქ ჩემი ფავორიტი არ დაიჩაგროს“,- განაცხადა ზარქუამ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია