პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე წარსდგება

დღეს პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის მეთაურს მოუსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის ცნობით, ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე. ასევე, პრემერი ინფორმაციას წარადგენს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოებზე ყველა მიმართულებით. პროცედურის მიხედვით, მოხსენების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია