პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს დასაზიანებლად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მრავალი განცხადებაა უკვე გაკეთებული ისეთი, რაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ მიზანმიმართულად ხდება.

”მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაზიანდება, ეს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მათთან პირდაპირ კავშირშია და ალბათ თავის დროზე ისინი აძლევდნენ იმედს, რომ საქართველო იქნებოდა მეორე ფრონტი, გზას გაუხსნის ხელისუფლებისკენ. ეს არის მთელი ამ ანტიქართული პოლიტიკის შინაარსი. მსოფლიოში ერთ ძალიან ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომელიც საქართველოში უკვე კარგადაა აპრობირებული, ამას ჰქვია არა ფაქტებით საუბარი და რეალური მოვლენების შეფასება, არამედ აღქმების პროპაგანდირება და აღქმებით დამკვიდრებული „რეალობის“ წარმოჩენა. სწორედ ამ აღქმებს ემსახურება ყოველგვარი საბუთის გარეშე ასეთი მძიმე ბრალდებების განუწყვეტელი პროპაგანდა. ქართული ანდაზაცაა – შეძახილმა ხე გაახმოო, რაღაცაზე მუდმივად უარყოფითი და ცუდი უნდა ილაპარაკო, თუ გინდა, საბოლოო ჯამში, დააჯერო. ტყუილი უნდა იყოს ტოტალური, მასობრივი და რაც შეიძლება რადიკალური – ასეთ შემთხვევაში ადამიანს და საზოგადოებას ყველაფერს დააჯერებ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი

სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია