Breaking News

IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“

IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს”, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის დაასახელა“, 3%-მა კი – ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

ამასთან, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა : „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ანა დოლიძის „ ხალხისთვის“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“. გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას „კონსერვატიულ მოძრაობა – ალფ ინფოს“ მისცემდა, 1% – ელენე ხოშტარიას “დროას“, 1% – გიგა ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, 1% – „პატრიოტთა ალიანსს“, 1%-„ხალხის ძალას“, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 5% განაცხადა, რომ ხმას არავის არ მისცემს, 20 %-მა განაცხადა, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

კვლევა განხორციელდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Check Also

ჟიგიმანტას პავილიონისი – სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა, ეს არის საბჭოთა მიდგომა

სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა. ეს არის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია