პოლიტიკა

ირმა ინაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: ეს ვინაა საერთოდ?

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ  ,,ოცნებიდან” წასულებს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლება სურთ. ამ განცხადებამ ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აღაშფოთა.

“აი,  ეს ვინაა საერთოდ? რა გაუკეთებია ქვეყნისთვის, რომელ სიკეთეში შეუტანია პატარა წვლილი მაინც, ენა რომ წაუგრძელებია და წამდაუწუმ პატრიოტთა ალიანსს კბენს? 2020 წლის არჩევნებისას “ამისი” ერთკაციანი პარტია გაზეთის გამავრცელებელ სტუდენტებს ქირაობდა და აყენებდა თავის შეხვედრებზე, ორ მხარდამჭერს ვერ აგროვებდნენ და ახლა ყველამ როგორ ამოდგა ენა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

უძაღლო ქვეყანა ამას ჰქვია… ამ ბუჩქების ვითომ პოლიტიკოსებს, ეტყობა, ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ მათი ფასი ნულია. მათი სიტყვის ფასი ნულია. თავად ნული არიან”, – განაცხადა ინაშვილმა.

 

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია