პოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში ასობით ობიექტს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ასობით ობიექტს დაარტყეს.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაა და ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულ ობიექტებს შორის არიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ადგილები, გვირაბები და შტაბ-ბინები.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ „სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, რაფატ აბუ ჰილალის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღნიშნული ორგანიზაცია სიდიდით მესამე შეიარაღებული დაჯგუფებაა ღაზაში „ჰამასისს“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ შემდეგ.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია