პოლიტიკა

კახა კალაძე – იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს

ჩვენს არჩევნები იქნება ძალიან რთული, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ტრამპზე თავდასხმაზე ქართული ოპოზიციის რეაქციის კონტექსტში მოსალოდნელ რთულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასება სთხოვა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება მარტივ და სწორ არჩევანს გააკეთებს.

„თავდასხმას რაც შეეხება, სრული კატასტროფაა, რაც ვიხილეთ. საარჩევნო კამპანიის დროს იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის მცდელობა. ძალიან მძიმე ფაქტია. ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყველა სიბინძურე და ბოროტება შეიძლება იკადრონ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ერთი, გვყავს ქვეყანაში მოღალატეები, აგენტები, აგენტურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც იმართება უცხო ძალებისგან, პირდაპირ, რასაც ავალებენ, ქვეყნის საწინააღმდეგოც რომ იყოს, საერთოდ პრობლემა არ აქვთ, ყველაფრის გამკეთებლები და ყველაფრის შემსრულებლები არიან. ეს ადამიანები არიან მომხრე, ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი. ჩვენ ხომ გვახსოვს განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან, გვირჩევნია, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მოსმენას, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. წარმოიდგინეთ, რა ტიპის და რა მსოფლმხედველობის ადამიანებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, საზოგადოება, ჩვენ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. დღეს ყველაზე მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი – ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და განვითარება, მეორე მხარეს არის აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და ბოროტები, მოძალადეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – რატომ ხარ პანიკაში? იმიტომ, რომ ბატონო ირაკლი, გეშინიათ მარცხის, არჩევნებში წაგების გეშინიათ!

ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს იგონებთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის – კეთილდღეობა ევროპაში,თქვენი კი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია