პოლიტიკა

კახა კალაძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“.

კალაძის თქმით, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან. მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი ყოველდღიურობა.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის”) ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს. გაუგზავნეს საიდუმლოდ, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, თუმცა ჩვენ მათივე პარტიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ეს წერილი, სადაც წერია: „გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი“ – აი ეს მოთხოვნები იკითხება ამ ანტისახელმწიფოებრივ წერილში.

რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ 30 დღის განმავლობაში დააინიცირონ სპეციალური მისია საქართველოში.

ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მავნებლები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ამ ყველაფრის შეფასება ისევ საზოგადოებისთვის მომინდია. აღარავისთვის არის უცხო, როგორ ოპოზიციურ ძალასთან გვაქვს საქმე – ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი გაცხადებული პოლიტიკაა და ეს არის ყოველდღიურობა.

რასაკვირველია, ჩვენ როგორც აქამდე, არც აწი დავუშვებთ მათი გეგმების განხორციელებას. დღეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრული მხარდაჭერა, არის ძლიერი და შესწევს უნარი, დაიცვას ქვეყანა არეულობისგან, აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა,“ – განაცხადა კალაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია