Breaking News

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში – კალი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირების საქმეზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გადაწყვეტილებას მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე გამოეხმაურა, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება განმარტა.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებით მათ უგულვებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოეხდინათ მოსმართლეთა დანიშვნებით მანიპულაცია. აღნიშნული კორუფციული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ“, – აღნიშნა მან.

ელჩმა ასევე განმარტა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“ და რომ „სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას“.

კელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მართლმსაჯულებაა ის მთავარი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს“ და რომ „კანონის უზენაესობა დაცულია ისეთ სასამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის, დაშინების, ან ქრთამის საფუძველზე“.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორუფცია და სასამართლო სისტემაში ჩარევა ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და რომ აშშ აგრძელებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების მხარდაჭერას ევროპულ მისწრაფებებში.

“სანქციები, რომლებიც გამოცხადდა დღეს 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა

Check Also

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია