პოლიტიკა

კასიანოვი აცხადებს, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

„თუმცა რეალურად, რა გვაქვს? ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ის, რომ ქვეყანა, რომელიც აგრძელებს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატო-სკენ, პოლიტიკოსების განცხადებებით, დაიწყო სხვა მიმართულებით სვლა. ეს არის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრინციპების აშკარა უგულებელყოფა. ეს ჩვენთვის აშკარა ფაქტია, რაც ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც დახურა ფრენები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

კასიანოვის განცხადებით, რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

ასევე ნახეთ

არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია