პოლიტიკა

კახა კალაძე – გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, მეტად გავერთობით

გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარედ, მეტად გავერთობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ პარტიის თავჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს.

„ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი, მას ვუჭერ მხარს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავჯდომარედ და ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ცოტა უფრო მეტად გავერთობით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს! მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია