პოლიტიკა

კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს, ალბათ თვითონვე დალაგდებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს, ალბათ თვითონვე დალაგდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი, თუ რა დინებები აქვთ, თუმცა ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, თუმცა ეს მათი პარტიული საქმეებია და თვითონ ალბათ გაარკვევენ ურთიერთობებს.

ეს არის იმ დაპირისპირების შედეგი, რაც მათ პარტიაში ხდება. პარტიაში ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს უნდა იყოს. ეს არის მათი შიდა პარტიული დაპირისპირება და ალბათ თვითონვე დალაგდებიან და გაარკვევენ, თუ რა ხდება რეალურად“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...