პოლიტიკა

კელი დეგნანი – 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა – დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი – დემოკრატიული საქართველო ინტეგრირებული დასავლელთთან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ საქართველოშია მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„მოგესალმებით, მე ვარ კელი დეგნანი, ამერიკის ელჩი საქართველოში, მსურს, მადლობა გადავუხადო ნინო ჩიკვაშვილს, თქვენთან სასაუბროდ მოწვევისთვის, ესეების კონკურსზე “ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი”, რომელსაც მასპინძლობს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი”. აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან ამ რთულ სამეზობლოში და ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ და თავისუფალი ბაზრის ღირებულებებს, ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილს, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს აქვს დემოკრატიისა და მრავალფეროვნების შთამბეჭდავი ისტორია და ტრადიცია – თამარ მეფის კრებებიდან მოყოლებლი, “ერის მამად” მიჩნეული, ნოვატორული რეფორმების ავტორი ილია ჭავჭავაძისა, თუ 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩათვლით. შეერთებული შტატების მსგავსად საქართველოს აქვს მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის ხანგრძლივი ისტორია, იგი მასპინძლობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ებრაულს თემს, მუსულმანურ თემებს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და სხვადასხვა ენებს და ძლიერ რეგიონულ იდენტობებს. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატიაა, საქართველოში ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს უფრო ადრე, ვიდრე შეერთებულ შტატებში და საქართველომ აირჩია პირველი მუსულმანი პარლამენტის წევრი უფრო ადრე, ვიდრე შეერთებული შტატები აირჩევდა პირველ მუსულმან წარმომადგენელს კონგრესში. სამწუხაროდ, 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრამ შეაჩერა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მოიტანა ათწლეულების განმავლობაში ოკუპაცია და რეპრესიები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა. დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი – დემოკრატიული საქართველო ინტეგრირებული დასავლელთთან. ამ ძლიერი დემოკრატიული ტრადიციებისა და ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის გამო ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 2005 წელს, რათა გამოეხატა ქება საქართველოს, როგორც თავისუფლების შუქურის მიმართ. თუმცა შეერთებული შტატების ისტორიის მანძილზე ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ხმის მიცემის უფლება, აყვავებული დემოკრატია მოითხოვს ძლიერ, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც ასახავს და იცავს ამ ღირებულებებს. დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ინდივიდუალური ღირსების გასაღები. როგორც ბოლო დროს ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები ავტოკრატიული ტენდეციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დაცვის საუკეთესო საშუალებაა. 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. მომავალი წლების განმავლობაში, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში. თქვენ, ქართველ ამომრჩეველთა მომავალ თაობას, გადამწყვეტი როლი გაქვთ ამ პროცესში. წარმატებას გისურვებთ ყველას ამ ესეების კონკურსში. საქართველოს ხალხს ბევრი რამ აქცს საამაყო თქვენი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ მიაღწიეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე ბევრი სამუშაო გაქვთ წინ. შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას ამ ძალისხმევაში.ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ. ძალა ერთობაშია“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია