პოლიტიკა

კელი დეგნანი: ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის

ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის. გვჯერა, რომ თქვენი დნმ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები ევროპასთან სრულ თანხვედრაშია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი რასაც აშშ-ს საელჩო საქართველოში აკეთებს, ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.

„მადლობას გიხდით, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო თქვენს გადაცემაში. მსურს კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დნმ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები ევროპასთან სრულ თანხვედრაშია. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ევროპული ქვეყანაა. ახლა შემდგომი ნაბიჯია ამ გზაზე და შეერთებული შტატები ამაყია, რომ ამ გზას საქართველოსთან ერთად გადის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. რაც საქართველოში ვიმყოფები ამ ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მემოგზაურა ქვეყანაში და მეტად გავცნობოდი საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს, დამეთვალიერებინა თქვენი არაერთია საოცარი არქიტექტურული ძეგლი, უძვირფასესი საგანძური, როგორებიცაა ჯვარი, ნიკორწმინდა, ან მესტიის მუზეუმი და ის უმშვენიერესი მემკვიდრეობა, რომელიც იქაა დაცული. ქართული კულტურის სიმდიდრისა და საერთო ფასეულობების, ბევრი განსხვავებული მაგალითია რასაც მე საქართველოში ვხედავ: ემოციურობა, სიამაყე და დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულება. ამრიგად, შეერთებული შტატები მზადაა ყველანაირად დავეხმაროთ საქართველოს. ყველაფერი რასაც აქ ვაკეთებთ, ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში“,- აღნიშნა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ

ოლივერ ვარჰეი – დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს

დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო …