პოლიტიკა

კელი დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე – არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე

ნებისმიერ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ვინმეს არასათანადო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პროცესებში, იმის, ვინც ცდილობს გავლენა მოახდინოს მთავრობისა და საზოგადოების მუშაობაზე ზედმეტი ფულის ან გავლენის მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის ჩემიც. არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ქვეყნები მიმართავენ არასათანადო გავლენებს პოლიტიკურ სექტორში და ვფიქრობ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და იპოვოს საკუთარი გამოსავალი. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე. არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას და ჩამოყალიბდეს ისეთ რამეში, რაც საქართველოსთვის შესაფერისია“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საჭიროა არასათანადო გავლენის პრობლემის მოგვარებისთვის მეტი დროის დათმობა.

„საჭიროა არასათანადო გავლენის პრობლემის ხაზგასასმელად მეტი დროის დახარჯვა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ ნებაზე. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ გქონდეთ არჩევნები, რომელიც ასახავს იმას, რასაც ამომრჩევლებმა მისცეს ხმა, თქვენ გაქვთ დამახინჯებული წარმოდგენა, რადგან იყო არასათანადო გავლენა პროცესზე. ნებისმიერი ამგვარი კანონის მიზანია უზრუნველყოს, რომ იყოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და თანაბარი პირობები, რათა ხალხის ხმა ისმოდეს“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია