პოლიტიკა

კელი დეგნანი: ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე მთავრობა ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა, განაგრძოს სვლა ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ

საქართველო არის და ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ის ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა, განაგრძოს ეს ძალისხმევა და გააგრძელოს სვლა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ, – ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ე.წ.ოთხეულის მოტივების შესახებ დასმულ შეკითხვას.

„ვფიქრობ, რომ უმჯობესია თავად მათ ჰკითხოთ. ჩვენი მხრივ კი, მე და ჩემი საელჩო ყურადღებას ვამახვილებთ ქართველი ხალხის დახმარებაზე, ვმუშაობთ მთავრობასა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან საკითხების იმ ფართო სპექტრზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველებისთვის. ეს მოიცავს ეკონომიკის სტიმულირებას; ენერგორესურსების დივერსიფიკაციას იმგვარად, რომ საქართველო აღარ იყოს ასეთი დამოკიდებული რუსეთზე; განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ყველა დონეზე, იქნება ეს საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, თუ საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები; და რა თქმა უნდა, საქართველოს დახმარებას განავითაროს და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები“, – აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანის თქმთ, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ მრავალი განსხვავებული მიმართულებით მიაღწია ნამდვილად შთამბეჭდავია და ეს მოხერხდა ერთის მხრივ, საქართველოს ერთგულებისა და მეორეს მხრივ, იმ ძლიერი მხარდაჭერის გამო, რომელიც წლების განმავლობაში მიიღო საქართველომ შეერთებული შტატებისგან და სხვა მეგობარი ქვეყნებისგან.

„ეს უნდა გაგრძელდეს. უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლა აქვს წარმოუდგენელი და უნიკალური შესაძლებლობა ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც წარმოადგენს იმის დასტურს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს პროევრეპულობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის არის და ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ის ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველომ იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა, ან ქართველი ხალხი მოელოდა, უზარმაზარი შესაძლებლობაა განაგრძოს ეს ძალისხმევა და გააგრძელოს სვლა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია