პოლიტიკა

კელი დეგნანი – არავის სჯერა იმისა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაზე და განაცხადა, რომ რთულად დასაჯერებელია ვლადიმერ პუტინის განზრახვა ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნვა იყოს.

“აშშ ვერ იტყვის, ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. კითხვა ჩნდება რატომ გადაწყვიტა პუტინმა საქართველოსთვის ეს ახლა გაეკეთებინა. გარწმუნებთ, არავის სჯერა იმისა, რომ ის ზრუნავს ქართველების კომფორტულ მგზავრობაზე. ვნახეთ, რომ პუტინმა გამოიყენა ქვეყანაში რუსების არსებობა იქ შესაჭრელად. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ქართველს აწუხებს საქართველოში ასობით ათასი რუსი, რომელიც გასულ წელს ჩამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შედეგად.

ვფიქრობ, თუ ბატონ პუტინს სურს აჩვენოს, რომ ის ზრუნავს საქართველოზე, გაიყვანდა რუს სამხედროებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ასევე შეასრულებდა 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გადახედავდა ამ რეგიონების დამოუკიდებლობლად ცნობის გადაწყვეტილებას”,-განაცხადა ელჩმა.

დეგნანის აზრით, მნიშვნელოვანია იმის მუდმივად გახსენება, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა. “უცნაურია მიესალმო ჟესტს რეჟიმისგან, სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა”,-თქვა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია