პოლიტიკა

ხაბეიშვილი: ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის დაუმარცხებლობის

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა, ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ყველაზე დიდი “პარტიის” ინტერესებს , რომელსაც ქვია საქართველო, რომელსაც ქვია ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ახალგაზრდები, ადამიანები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის. ის, რომ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა დღის წესრიგს ამ ქვეყანას, ეს რეალობა არის დანგრეული და ეს რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლეს. […] მე მინდა ვუთხრა რუსულ ოცნებას, ჩემო მეგობრებო, არცერთი ადამიანი არ აპირებს დანებებას, ეს ადამიანები იბრძოლებენ ბოლომდე საქართველოს ევროპული მომავლისთვის ამიტომ, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს ყველა პუნქტის შესრულება, ვგულისხმობ, ევროკავშირის სტატუსის მიღების გასაღებისთვის, 12 პუნქტის შესრულებას და ეს მოხდეს ისევე სწრაფად, როგორც დღეს, 25 წამში დაასრულეთ პარლამენტის სხდომა და ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო ყველაზე ხანმოკლე პარლამენტის სხდომა, სიმბოლურია, ასე სწრაფად, რამდენიმე წამში დაღეჭეს, ახალგაზრდებმა დააღეჭინეს ეს რუსული კანონი. 

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია