პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება

მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე.

მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იქნება.

„მე და რომან გოცირიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და პროცესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის წამოწყებული, რომ შეიქმნას საინფორმაციო ქაოსი. მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ 100 ხმის მოგროვების პრობლემა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციას, მეეჭვება, რომ სხდომათა დარბაზში 100 ხმა მოგროვდეს. ამის რესურსს ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმ ადამიანებზე, ვინც ოპოზიციას წარმოადგენენ. ვინც ხმას მისცემს იმპიჩმენტს, ეს ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ ევროინტეგრაციის კურსის დაბრკოლებაში. ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს, ვიდრე მწვანე ღილაკს მიაჭერს ხელს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ

თინა ბოკუჩავა – ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია